---
title: "მუხლი 11. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/11"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "11"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/11

1. კერძო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული შეთანხმებით.

2. თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს ეს მხარე ანაზღაურებს, ხოლო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საერთო ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება.

3. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორი ვალდებულია ყოველწლიურად სასამართლო მედიაციის პროგრამით განსაზღვრული რაოდენობის დავების საქმეებზე სასამართლო მედიაცია ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) წარმართოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სასამართლო მედიაციაში მონაწილე მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება სასამართლო მედიაციის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავის საგნის ღირებულების მიხედვით სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების სხვა წესი არ აქვს დადგენილი. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/12.md
