---
title: "მუხლი 13¹. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-1"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "13^1"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 13¹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-1

1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიმართვის საფუძველზე შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-2.md
