---
title: "მუხლი 13². საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-2"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "13^2"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13². საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 13² (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-2

1. ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც:
ა) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშვა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დადებული გარიგებიდან;
ბ) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც გამომდინარეობს საოჯახო, მემკვიდრეობის ან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან;
გ) დაამტკიცა სასამართლომ ან დადებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს სახელმწიფოში;
დ) გაფორმებულია და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

2. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეები შეთანხმდნენ.

3. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
თავი III
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/14.md
