---
title: "მუხლი 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "13"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13

1. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება სასამართლომ აღასრულოს.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.

3. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/13-1.md
