---
title: "მუხლი 5. მედიატორის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/5"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "5"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მედიატორის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/5

1. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უნდა გაითვალისწინონ გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევას განაპირობებს.

2. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:
ა) მედიაციის პროცესის ან მოლაპარაკების სხვა ისეთი პროცესის წარმართვის გამოცდილება, რომლის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს;
ბ) სასამართლო წარმოების ან დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
გ) დავის შინაარსის შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
დ) მედიაციის აღიარებული ორგანიზაციის მიერ აკრედიტაცია;
ე) მედიაციის ეფექტიანად წარმართვა, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მედიატორის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი;
ვ) სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/6.md
