---
title: "მუხლი 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/24"
law: "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "24"
identifier: "5226-Iს"
adopted: "2019-10-30"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/24

1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია;
ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში;
დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი.

2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია კლიენტის ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად.

3. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის მახასიათებლების არსებობისას.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
თავი
V
სამსახურისთვის
ინფორმაციის
წარდგენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/25.md
