---
title: "მუხლი 27. ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/27"
law: "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "27"
identifier: "5226-Iს"
adopted: "2019-10-30"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/27

1. ანგარიშვალდებული
პირი
ვალდებულია
შეინახოს
ამ
კანონის
მოთხოვნების
შესაბამისად
მოპოვებული
ინფორმაცია
(
დოკუმენტი
)
და
ჩატარებული
ანალიზის
შედეგები
,
აგრეთვე
კლიენტის
ანგარიშთან
დაკავშირებული
დოკუმენტაცია
და
საქმიანი
კორესპონდენცია
საქმიანი
ურთიერთობის
შეწყვეტიდან
ან
ერთჯერადი
გარიგების
დადებიდან
5
წლის
განმავლობაში
.

2. ანგარიშვალდებული
პირი
ვალდებულია
სამსახურის
უფროსის
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
დადგენილი
წესით
შეინახოს
გარიგებასთან
დაკავშირებული
ინფორმაცია
(
დოკუმენტი
),
რომელიც
გარიგების
შესახებ
სრულფასოვანი
ინფორმაციის
მოძიების
საშუალებას
იძლევა
,
გარიგების
მომზადებიდან
,
დადებიდან
ან
შესრულებიდან
5
წლის
განმავლობაში
.

3. ანგარიშვალდებული
პირი
ვალდებულია
შეინახოს
ამ
კანონის
25-
ე
მუხლის
შესაბამისად
წარდგენილი
ანგარიშგება
და
სხვა
ინფორმაცია
(
დოკუმენტი
)
და
ამავე
კანონის
36-
ე
მუხლით
განსაზღვრული
წერილობითი
მითითება
და
წერილობითი
ოქმები
5
წლის
განმავლობაში
.

4. ამ
მუხლის
პირველი
−
მე
-3
პუნქტებით
განსაზღვრული
ვადა
შეიძლება
გაიზარდოს
სამსახურის
ან
საზედამხედველო
ორგანოს
დასაბუთებული
მოთხოვნის
საფუძველზე
,
არაუმეტეს
5
წლით
.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.

6. ანგარიშვალდებული
პირი
ვალდებულია
თავისი
საქმიანობის
ხასიათისა
და
მოცულობის
გათვალისწინებით
შექმნას
მონაცემთა
აღრიცხვისა
და
დამუშავების
სათანადო
ელექტრონული
სისტემა
ამ
მუხლის
შესაბამისად
ინფორმაციის
(
დოკუმენტის
)
შენახვის
მიზნით
,
დაკავშირებული
გარიგებების
,
უჩვეულო
გარიგებისა
და
საეჭვო
გარიგების
გამოსავლენად
.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/28.md
