---
title: "მუხლი 40. სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/40"
law: "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "40"
identifier: "5226-Iს"
adopted: "2019-10-30"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/40

1. სამთავრობო კომისია არის გაეროს სანქციების კომიტეტისა და სხვა სტრუქტურებისთვის მთავარი საკონტაქტო ორგანო საქართველოში ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას.

2. სამთავრობო
კომისიის
მართვასთან
,
სტრუქტურასთან
,
უფლებამოსილებასთან
,
შემადგენლობასა
და
საქმიანობის
წესთან
დაკავშირებული
საკითხები
განისაზღვრება
სამთავრობო
კომისიის
დებულებით
,
რომელსაც
ამტკიცებს
საქართველოს
მთავრობა
.

3. სამთავრობო
კომისია
თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში
თანამშრომლობს
და
ცვლის
ინფორმაციას
საქართველოს
და
სხვა
იურისდიქციის
კომპეტენტურ
ორგანოებთან
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
.

4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს მის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას სამთავრობო კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/41.md
