---
title: "მუხლი 9. დაბალი რისკის მომსახურება / პროდუქტი — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/9"
law: "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "9"
identifier: "5226-Iს"
adopted: "2019-10-30"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დაბალი რისკის მომსახურება / პროდუქტი — ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/9

1. ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე.

3. ფინანსური
ინსტიტუტი
შეიძლება
ამ
მუხლის
პირველი
და
მე
-2
პუნქტების
შესაბამისად
გათავისუფლდეს
ამ
კანონის
ცალკეული
მოთხოვნების
შესრულებისგან
ელექტრონული
ფულის
ინსტრუმენტით
ისეთი
საგადახდო
მომსახურების
განხორციელებისას
,
რომელიც
აკმაყოფილებს
ყველა
შემდეგ
პირობას
:
ა
)
ინსტრუმენტით
შესაძლებელია
ფულადი
სახსრების
გადარიცხვა
მხოლოდ
საქონლის
ან
მომსახურების
საფასურის
გადახდის
მიზნით
;
ბ
)
შეუძლებელია
ინსტრუმენტზე
დროის
ნებისმიერ
მომენტში
შენახულ
იქნეს
ელექტრონული
ფული
,
რომლის
ოდენობა
500
ლარს
ან
უცხოურ
ვალუტაში
500
ლარის
ეკვივალენტს
აღემატება
;
გ
)
ინსტრუმენტით
გადარიცხვისთვის
ნებადართული
ფულადი
სახსრების
ჯამური
ოდენობა
თვეში
500
ლარს
არ
აღემატება
,
თუ
ინსტრუმენტის
გამოყენება
მხოლოდ
საქართველოშია
შესაძლებელი
ან
ინსტრუმენტზე
ელექტრონული
ფულის
მხოლოდ
ერთჯერადად
განთავსება
/
ჩარიცხვა
არის
შესაძლებელი
;
დ
)
ინსტრუმენტზე
ანონიმური
ელექტრონული
ფულის
ჩარიცხვა
დაუშვებელია
;
ე
)
ინსტრუმენტის
გამომშვები
ახორციელებს
საქმიანი
ურთიერთობის
მონიტორინგს
საეჭვო
გარიგების
გამოსავლენად
.

4. ამ
მუხლის
მე
-3
პუნქტის
„
ბ
“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული
თანხობრივი
ზღვარი
შეიძლება
1 500
ლარამდე
გაიზარდოს
,
თუ
ელექტრონული
ფულის
ინსტრუმენტის
გამოყენება
მხოლოდ
საქართველოშია
შესაძლებელი
.

5. ამ
მუხლის
მე
-3
პუნქტით
გათვალისწინებული
გამონაკლისი
არ
ვრცელდება
ელექტრონული
ფულის
ინსტრუმენტზე
,
რომელიც
ჯამურად
150
ლარზე
ან
უცხოურ
ვალუტაში
150
ლარის
ეკვივალენტზე
მეტი
ფულადი
სახსრების
ნაღდი
ფორმით
გატანის
ან
დაბრუნების
შესაძლებლობას
იძლევა
.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
თავი
III
პრევენციული
ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4690334-pulis-gatetrebisa-da-terorizmis-dapinansebis-aghkvetis-khelshewqobis-s/10.md
