---
title: "მუხლი 10. კანონის ხელმოწერა, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/10"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "10"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. კანონის ხელმოწერა, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 10 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/10

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონის მიღებისთვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3. თუ მთავრობის თავმჯდომარემ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
თავი მესამე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/11.md
