---
title: "მუხლი 11. მთავრობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/11"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "11"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მთავრობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 11 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/11

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისგან.

4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

5. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  2026 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №06-რს – ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/12.md
