---
title: "მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/13"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "13"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 13 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/13

1. უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.

2. უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარე. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება არა უგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.

4. თუ უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არ მიიღო ბიუჯეტი, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

5. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

6. საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

7. ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/14.md
