---
title: "მუხლი 15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/15"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "15"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 15 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/15

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

2. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლება აქვს მთავრობას, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქეს.

3. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის. უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი                                                           რუსლან აბაშიძე
21 ნოემბერი 2019 წ.
ქ. თბილისი
N33 - ს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/14.md
