---
title: "მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/2"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "2"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 2 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/2

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად წყვეტს მის გამგებლობაში შემავალ საკითხებს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ახორციელებს უფლებამოსილებებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.
თავი მეორე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/3.md
