---
title: "მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს სტატუსი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/3"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "3"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს სტატუსი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 3 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/3

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს უმაღლესი საბჭო. რეგლამენტს აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/4.md
