---
title: "მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/4"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "4"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 4 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/4

[მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
(ამოქმედდეს 2026 წლის 9 სექტემბრიდან)
1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს შენობაში.

3. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს.
[3. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.
(ამოქმედდეს 2026 წლის 9 სექტემბრიდან)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  2026 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №07-რს – ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/5.md
