---
title: "მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/5"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "5"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 5 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/5

1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
[1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
(ამოქმედდეს 2026 წლის 9 სექტემბრიდან)
2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომიტეტები. კომიტეტის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭო.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ხუთზე ნაკლები. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  2026 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №07-რს – ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/6.md
