---
title: "მუხლი 6. უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/6"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "6"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 6 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/6

1. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია.

2. დროებით კომისიაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც.

3. დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/7.md
