---
title: "მუხლი 10. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/10"
law: "ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4723839"
adopted: "2006-12-28"
consolidated_as_of: "2011-08-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2011-08-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2011-08-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/10

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს დაწესებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით.

3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/11.md
