---
title: "მუხლი 16. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/16"
law: "ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4723839"
adopted: "2006-12-28"
consolidated_as_of: "2011-08-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2011-08-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2011-08-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/16

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც გამოიყენება შემხვედრი ტრანსპორტი და ამწე სატრანსპორტო საშუალებები.

2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონოს გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/17.md
