---
title: "მუხლი 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/3"
law: "ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4723839"
adopted: "2006-12-28"
consolidated_as_of: "2011-08-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2011-08-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2011-08-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/3

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია; ბ) დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის – ფოსტა ან დასახლებული პუნქტის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი; გ) სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა; დ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – ამ ობიექტის საზღვრები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/4.md
