---
title: "მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/4"
law: "ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4723839"
adopted: "2006-12-28"
consolidated_as_of: "2011-08-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2011-08-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2011-08-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/4

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა გამგებლობას განეკუთნება: ა) აღნიშნული გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია. თავი II ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/5.md
