---
title: "მუხლი 8. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/8"
law: "ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4723839"
adopted: "2006-12-28"
consolidated_as_of: "2011-08-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი — ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2011-08-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2011-08-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/8

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები გამოიყენება ,,საავტომობილო გზების შესახებ“, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად.

2. სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4723839-adgilobrivi-mnishvnelobis-saavtomobilo-gzebis-shesakheb/9.md
