---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4726371-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4726371"
adopted: "2019-12-10"
consolidated_as_of: "2019-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2019-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2019-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4726371-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4726371-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4726371-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
