---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/1"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომ − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს, აგრეთვე პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გაუცემელ მიწაზე. ამ კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე, აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აგრეთვე წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/2.md
