---
title: "მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/10"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/10

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
გ) მიწოდების წერტილში მიღებული წყლის რაციონალურად განაწილება;
დ) წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება;
ე) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო  ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემები) მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/11.md
