---
title: "მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/12"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/12

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებია:
ა) მიიღოს საირიგაციო მომსახურება;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე;
გ) დაასახელოს კანდიდატი და ხმა მისცეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე;
დ) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
ე) მონაწილეობა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების უპირატესი უფლებით იმ პირთან შედარებით, რომელიც არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის მოვალეობებია:
ა) დროულად გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის მიწის ნაკვეთზე დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომელი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებელი მათ ტექნიკასა და აღჭურვილობასთან ერთად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად;
გ) დაიცვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის წესები;
დ) მართლზომიერად ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/13.md
