---
title: "მუხლი 13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/13"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/13

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს წესდება, რომლის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი საკითხები:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოების შექმნის წესი და მათი უფლებამოსილებები;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესი;
ე) წყალსარგებლობის საფასურისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახდელების განსაზღვრის წესი;
ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი და პირობები;
ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/14.md
