---
title: "მუხლი 16. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/16"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/16

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მართვისათვის მისი საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) გამგეობის წევრთაგან გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების სხდომის დღის წესრიგის მომზადება და საერთო კრების მოწვევა;
ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის დაქირავება;
ვ) ამ კანონითა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/17.md
