---
title: "მუხლი 17. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/17"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/17

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრი. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით, კენტი რიცხვით.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრს ირჩევს საერთო კრება არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაწეული საქმიანობისთვის.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/18.md
