---
title: "მუხლი 18. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/18"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/18

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე:
ა) იწვევს გამგეობის სხდომას და თავმჯდომარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებას;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას მესამე პირთან ურთიერთობაში;
გ) გამგეობის მიერ განსაზღვრულ გამგეობის ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს;
დ) ახორციელებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/19.md
