---
title: "მუხლი 19. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/19"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/19

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა უნდა გაიმართოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე. გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე გამგეობის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გამგეობის თავმჯდომარის ხმა.

5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომის ოქმი ინახება და ხელმისაწვდომია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/20.md
