---
title: "მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/2"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/2

ამ კანონის მიზნები და ამოცანებია:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
ე) წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა;
ვ) სხვა წყალმომხმარებლის მიერ წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით  მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/3.md
