---
title: "მუხლი 22. წყალსარგებლობის საფასური — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/22"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. წყალსარგებლობის საფასური — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/22

1. წყალსარგებლობისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება ყოველწლიურად განსაზღვრავს ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურის ოდენობას და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობას პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის საფუძველზე.

2. წყალსარგებლობის საფასურის გადახდის პირობები განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  წესდებით დადგენილი წესით ყოველწლიურად იხდის ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს, აგრეთვე წყლის მოხმარების შემთხვევაში − მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურს.

4. გაწეული მომსახურების საფასურების გადახდისას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესაბამის წევრზე გამოიწერება ქვითარი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/23.md
