---
title: "მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/23"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/23

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლის ვადით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება ყოველწლიურად დაზუსტდეს.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/24.md
