---
title: "მუხლი 25. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/25"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/25

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაცია (გარდაქმნა, გაყოფა, შერწყმა) და ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  ლიკვიდაციის  შემდეგ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება, რომელიც:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან მიიღო, სახელმწიფოს გადაეცემა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა საკუთრება იყო ან შეძენილ იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის ნაწილდება. ამ ქონების განაწილების წესი განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/26.md
