---
title: "მუხლი 26. სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/26"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/26

ირიგაციის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ირიგაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოება;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის განსაზღვრა;
ვ)
(ამოღებულია - 03.05.2023, №2817)
;
ზ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ან/და გამგეობის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენლის ხმის უფლების გარეშე დასწრების უზრუნველყოფა;
თ) წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება;
ი) საირიგაციო სისტემის მართვის მონიტორინგი.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/27.md
