---
title: "მუხლი 5. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/5"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/5

1. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფებს ადგენს ეროვნული კომისია.

2. ეროვნული კომისია აგრეთვე განსაზღვრავს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფში ცვლილების შეტანის პროცედურასა და ფორმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენისას ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე განსხვავებული პროპორციით, პროფილური წყალმომხმარებლის სასარგებლოდ გაანაწილოს.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/6.md
