---
title: "მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/7"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/7

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფუძნდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50 პროცენტზე მეტია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის.

3. სამინისტრო 30 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და მისი სისწორის შემთხვევაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

4. სახელმწიფო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცემს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ საირიგაციო ინფრასტრუქტურას.

5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/8.md
