---
title: "მუხლი 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/9"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/9

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების სია, აგრეთვე მონაცემები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ მონაცემები;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა;
ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/10.md
