---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/1"
law: "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4737753"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/1

1. ამ კანონის მიზანია:
ა) შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები;
ბ) დაადგინოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები.

2. ეს კანონი ადგენს მხარდაჭერის სქემებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის სტატისტიკურ ტრანსფერებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივ პროექტებთან, საქართველოსა და მესამე ქვეყნების ერთობლივ პროექტებთან, წარმოშობის სერტიფიკატებთან, ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ტრენინგებთან,  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიისა და ბიოგაზის ელექტროენერგეტიკულ ქსელსა და ბუნებრივი გაზის  ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმებს, აგრეთვე ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/2.md
