---
title: "მუხლი 12. სიმძლავრის გაზრდა — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/12"
law: "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4737753"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სიმძლავრის გაზრდა — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/12

ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ერთეულები, რომლებმაც გავლენა მოახდინა შესაბამისი დანადგარის სიმძლავრის გაზრდაზე, უნდა ჩაითვალოს იმ განცალკევებული დანადგარის მიერ წარმოებულად, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა სიმძლავრის გაზრდის  მომენტში. ასეთი განცალკევებული დანადგარის მიერ წარმოებული ენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის შესრულების ანგარიშში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/13.md
