---
title: "მუხლი 17. ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმები — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/17"
law: "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4737753"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმები — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/17

1. ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისგან მიღებული ენერგია, მიუხედავად იმისა, ნედლეულის კულტივაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა თუ მისი ფარგლების გარეთ, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები:
ა) ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებთან დაკავშირებით ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ბ) განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ ვალდებულებასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
გ) ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მოხმარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიღების უფლებამოსილება.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო, აკვაკულტურის, მეთევზეობისა და სატყეო ნარჩენების გარდა, სხვა ნარჩენებისგან წარმოებული ბიოსაწვავი და ბიოსითხეები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გასათვალისწინებლად უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/18.md
