---
title: "მუხლი 11. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/11"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4738372"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2021-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2021-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/11

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) (ამოღებულია - 15.07.2020,
№
6940);
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეებს, საფასურსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და სამინისტროს სისტემის განვითარებას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6940-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/12.md
