---
title: "მუხლი 7. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/7"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4738372"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2021-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2021-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/7

1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/7-1.md
