---
title: "მუხლი 9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/9"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4738372"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2021-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2021-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/9

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

3. დირექტორი:
ა) წყვეტს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეებს და ახორციელებს მათი საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონებასა და სახსრებს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
ზ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შინაგანაწესს;
თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს დირექტორი.

5. დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/10.md
