---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — ენერგოეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/1"
law: "ენერგოეტიკეტირების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4745123"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — ენერგოეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეტიკეტირების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/1

ამ კანონის მიზანია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შესახებ, აგრეთვე აღნიშნული პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული ინფორმაციისა და დამატებითი ინფორმაციის პროდუქტზე მითითების უზრუნველყოფა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირების მიზნით უფრო ეფექტიანი პროდუქცია შეარჩიოს. ამ კანონის მიზანია აგრეთვე საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/2.md
