---
title: "მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები — ენერგოეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/10"
law: "ენერგოეტიკეტირების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4745123"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები — ენერგოეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეტიკეტირების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/10

1. მიმწოდებლის/დილერის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3, მე-4, მე-9 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. მიმწოდებლის/დილერის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

4. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

5. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
თავი V. გარდამავალი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/11.md
