---
title: "მუხლი 11. მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები — ენერგოეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/11"
law: "ენერგოეტიკეტირების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4745123"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები — ენერგოეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეტიკეტირების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/11

1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება.

2. სამინისტრომ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

4. (ამოღებულია - 30.12.2020, №47).

5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება:
ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ბ) სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
დ) ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ე) ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
თ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ლ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
მ) სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ნ) სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;
ო) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ.

6. სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება.
საქართველოს 2020 წლის 30 დეკემბრის კანონი №47 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/11-1.md
