---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ენერგოეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/2"
law: "ენერგოეტიკეტირების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4745123"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ენერგოეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეტიკეტირების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/2

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადაყვანისთვის/ გადაზიდვისთვის გამოიყენება;
გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/3.md
